ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე დეზინფორმაციას უწოდებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
"ეს სათაური არის სრული დეზინფორმაცია. სამწუხაროდ, ძალიან რთულია ყველა ასეთი "ჟურნალისტი" და სააგენტო გამოააშკარავო და ანტი პიარს საკადრისად უპასუხო. დასკვნებს საზოგადოება ძალიან სწორად გააკეთებს“,- წერს სოფო კილაძე.