ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს.
ასე უპასუხა გიგა ბოკერიამ პრაიმტაიმის კითხვას, ხომ არ იქნება ოპონენტების მხრიდან გამოყენებული გრიგოლ ვაშაძის მიმართ ის საკითხი, რომ პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო სამსახური დაატოვებინოს ყველას, ვისაც მოსკოვის დიპლომატიური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რადგან ცნობილია, რომ გრიგოლ ვაშაძესაც სწორედ ეს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
ვვარაუდობ, რომ შესაძლოა ჩვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს. ეს საკითხი იმდენად არარელევატურია, რომ სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს. იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც დღეს საქართველო იმყოფება, როცა ერთ მხარეს გვყავს კანდიდატი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, რომელიც უარყოფითად უყურებს ნატო-ს წვრთნების ჩატარებას საქართველოში, სალომე ზურაბიშვილს ვგულისხმობ, რომელიც ეთნიკურ შუღლს აღვივებს, ეს საკითხი იმდენად არარელევატურია, რომ სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.