რატომ აღარ სურს ანგელა მერკელს პარტიის ლიდერობა

10:49 11-02-2018
61

ანგელა მერკელმა თავისი პარტიის ლიდერის პოსტიდან წასვლა გადაწყვიტა იმიტომ, რომ სხვებმა შეძლონ პარტიის პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის აღება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა კიევში სტუდენტებთან შეხვედრის დროს თქვა. 

მერკელმა თქვა, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 18 წელზე მეტია ხელმძღვანელობს და ახლა კი დროა ძალაუფლება სხვას გადასცეს. კანცლერის თქმით, პარტიას ქვეყანაში ახლაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა მისი შედეგები ისეთი კარგი აღარ არის. 

შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს, ანგელა მერკელმა განაცხადა,რომ ის პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს და 2021 წელს, როდესაც მისი კანცლერობის ვადა ამოიწურება, მერკელი კენჭს აღარ იყრის.