"შევაფასებთ, თუ რატომ მოხდა არასასურველი შედეგი და დავგეგმავთ, როგორ ავაცილოთ ქვეყანას ხიფათი" - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.
„გუშინ გვქონდა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საარჩევნო შედეგების განხილვა, ახალი სტრატეგიის შემუშავება, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობასთან მეტი სიახლოვე, მეტი ინფორმირებულობა შევძლოთ პირდაპირი ხაზით და დავგეგმოთ, რომ მეორე ტურში გავიმარჯვოთ მაღალი მაჩვენებლით.
დღეს, ჩვენ ვიწყებთ უშუალოდ რეგიონების საკითხის განხილვას. განვიხილავთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს და ვითარებას შევაფასებთ, თუ რატომ მოხდა არასასურველი შედეგი და დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, ავაცილოთ ქვეყანას ხიფათი, რომელიც ემუქრება. მეორე მხარე, ანუ ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ხიფათი არის არა მხოლოდ პარტიის, არა მხოლოდ ამომრჩევლის ერთი ნაწილის, არამედ ეს არის ხიფათი ქვეყნის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ხუნდაძემ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რეგიონების მაჟორიტარ დეპუტატებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
გუშინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერს და უმრავლესობის წევრებს შეხვდა.