,,მირზა სუბელიანის მეუღლემ ორი დღის წინ დამირეკა, თუ ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები"- ჯაფარიძე

12:27 11-02-2018
209

თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა. დეპუტატს არ სურს გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებზე დეტალური საუბარი. მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან, მირზა სუბელიანთან მას შემდეგ კონტაქტი აღარ ჰქონია.

„მე ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განმარტება გავაკეთე. მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია. ორი დღის წინ ჩამოვედი. თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, 2 დღის წინ მას სუბელიანის ცოლი დაუკავშირდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 

„მისმა მეუღლემ დამირეკა ორი დღის წინ, თუ მთხოვა შევალ", - განაცხადა ჯაფარიძემ.