ლაშა გოგია გაოგნებულია და წარმოდგენა არ აქვს რა ქრთამზეა საუბარი - ადვოკატი

12:38 11-02-2018
81
თეგები: ლაშა გოგია

დღის მეორე ნახევარში ზუგდიდის ყოფილ  მერს და მის მოადგილეს ბრალს წარუდგენენ.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატი მერაბ მუმლაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. 

,,ლაშა გოგია გაოგნებულია და წარმოდგენა არ აქვს რა ქრთამზეა საუბარი , ქრთამი არასდროს არ აუღია მთელი თავისი ცხოვრება პატიოსანი შრომით აქვს გავლილი. აღნიშნულიდან გამომდინარე დარწმუნებულია რომ მასალები რომლებიც სავარაუდოდ დღეს გადმოგვეცემა იქ არანაირი მტკიცებულება არ იქნება, რომელიც ამ ბრალდებას დაუდასტურებს მას’’ - განაცხადა მერაბ მამულაძემ

ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს, თუ რა მასალები აქვს გამოძიებას.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ლაშა გოგიას და გია გულორდავას თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.