გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიის და მათი პოზიციები სრულად თანხვედრაშია.
ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო შტაბში განუცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას რესპუბლიკური პარტია შეუერთდა.
უღრმესი მადლობა რესპუბლიკურ პარტიას და მათ ლიდერებს მხარდაჭერისთვის. უზარმაზარი გამოცდილება აქვს ამ პარტიას. გამოცდილება მოდის ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან. უზარმაზარი გამოცდილება აქვთ რეგიონებში მუშაობის, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.