ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საქნახსირ ჯი-აი-ჯის დაქვემდებარებაში არსებულ შახტებში, მეშახტეები გაიფიცნენ.
ხელფასების გაზრდა, სამუშაოები პირობების გაუმჯობესება და შრომითი ხელშეკრულების შესრულება- ეს ის მოთხოვნებია, რომლის შესრულებასაც გაფიცილები ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იმყოფებიან.
პროფკავშირების წარმომადგენელმა, თამაზ დოლაბერიძემ პრაიმტაიმტან განაცხადა, რომ 15-მდე ადამიანი შახტაში დარჩა და მიწისქვეშა პროტესტს აცხადებენ.
მისივე ინფორმაციით, ორშაბათიდან გერმანული კომპანია აპირებს ტყიბულში კვლევის ჩასატარებლად ჩასვლას.
ირაკლი ვაჩიბერაძე