გიორგი გახარიას თქმით, ზუგდიდის ყოფილი მერი მაშინ დააკავეს, როცა მტკიცებულებები შეიკრიბა

13:52 11-02-2018
92

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია საგამოძიებო ორგანომ მაშინ დააკავა, როცა მტკიცებულებები შეკრიბა.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, მტკიცებულებათა სრული სტანდარტია საჭირო. 

„საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. დაკავების გადაწყვეტილება მათ მიიღეს და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები და დააკავეს. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი გჭირდება. როგორც ჩანს, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი, რომ დაეკავებინათ და ბრალი წარედგინათ, არ არსებობდა. საგამოძიებო უწყებამ როგორც კი შეკრიბა მტკიცებულებები, ადამიანი დააკავა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, 1 ნოემბერს დააკავა.