როგორ აფასებს საპატრიარქო კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევას

17:29 11-02-2018
70

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევის შესახებ საქართველოს საპატრიაქრომ განცხადება გაავრცელა. მასში წერია, რომ საპატრიარქო კმაყოფილია მთავრობის გადაწყვეტილებით. 

,,ა.წ. 2 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი ირაკლი კობახიძე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას მარიხუანას კულტივაციის შესახებ და ითქვა, რომ, ეკლესიისა და საზოგადოების რეაქციის გათვალისწინებით, ამ ინიციატივას ხელისუფლება პარლამენტიდან გაიწვევს, რის გამოც საქართველოს საპატრიარქოც გამოხატავს კმაყოფილებას.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ პრობლემურ დადგენილებებზეც და აღინიშნა, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად მაღალი ლეგიტიმაციით უზრუნველყოფილი, რისთვისაც სათანადო ნაბიჯები უნდა გადაიდგას."- ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.