სერიალ „დინასტიის“ ინსპირაციით გაკეთებული ჩვენება – თაკო მექვაბიძე „მერსედესისმოდის კვირეულზე“ - exclusive

18:16 11-02-2018
467

მოდის კვირეულების მატება დედაქალაქში მოდის ინდუსტრიის პოპულარიზაციას ნიშნავს ქვეყანაში. „თბილისის მოდის კვირეულს“ მალევე „მერსედესის მოდის კვირეული“ მოჰყვა.

„პრაიმტაიმი“ თაკო მექვაბიძის ჩვენებას დაესწრო.

თაკო მექვაბიძე:

– ძალიან სასიამოვნო იყო ამ კოლექციაზე მუშაობა. ინსპირაციის წყარო იყო 80-იანების დასასრული და 90-იანები დასაწყისი, პირველი ამერიკული სერიალი საქართველოში „დინასტია“. ძალიან სასიამოვნოდ ვაკეთებდი ამ ყველაფერს, მგონი, ბავშვობაში დავბრუნდი. ჩემს განწყობას ფერი ასახავს ხოლმე და ამ კოლექციაში ჩემი განწყობა კარგად ჩანს.

– რისი თქმა გინდოდა ამ კოლექციით?

– იმის, რომ მხოლოდ მუქი ფერებით ნუ შევხედავთ ცხოვრებას. შევხედოთ ნათელი ფერებით და ვეცადოთ, ვიყოთ ბედნიერები.

– რომელია შენი ფავორიტი კოსტიუმი ამ კოლექციიდან?

– ცისფერი კოსტიუმი, ჩალმით.

მარკუს მეტრეველი:

–მივესალმები ამ გამოწვევას. „მერსედესის მოდის კვირეული“ ჩემთვის მოდის დღესასწაულია, მითუმეტეს მაშინ, როცა თბილისში იმართება. რაც შეეხება თაკოს, არაჩვეულებრივი დიზაინერია, ძალიან ნიჭიერი. არაერთხელ მოვხვედრილვარ მის ჩვენებაზე და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის მომწონს. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენებას, განსხვავებული ლუქები იყო, მკვეთრი ფერები. მსოფლიო მოდის სამყაროს წარმატებული სახეები ესწრებოდნენ ჩვენებას, მაგალითად, დაიან პერნესი და ვფიქრობ, შეუმჩნეველი არ დარჩება მათთვის თაკო, დადებით შეფასებებს მიიღებს, რადგან ძალიან კარგი კოლექცია გამოიტანა წელს. ასე თუ გააგრძელებს, მსოფლიო მოდის სფეროშიც დაიმკვიდრებს ადგილს.

– თავად რატომ არ გამოგაქვს კოლექცია„თბილისის მოდის კვირეულებზე“? ვიცი, რომ დიზაინის კუთხით ბევრს მუშაობ...

– სწორედ ახლა ვაჩვენებდი მეგობარს ერთ-ერთი დიდი ბრენდის გამოხმაურებას პარიზიდან. ითხოვენ მამაკაცის 5 ლუქის წარდგენას ჩემგან. თითოეული ლუქი სამი დეტალისგან უნდა შედგებოდეს. ამაზე ვმუშაობ ახლა, პარიზში უნდა წავიღო ეს ლუქები.

– საქართველოს არ კადრულობ?

– როგორ არა! საქართველოზე ვგიჟდები. უბრალოდ, თუ გავაკეთებ, ძალიან მაგარი უნდა იყოს და არა ჩვეულებრივი. ჯერ ვაკვირდები ყველაფერს, მე ვიცი, როდის უნდა ვთქვა ჩემი სიტყვა. ზოგიერთი ქართველი დიზაინერი საქართველოს ფარგლებს გარეთ იწყებს თავის კარიერას და მერე ჩამოაქვს საქართველოში. მე საქართველოდან მინდა დავიწყო, ჯერ ჩემს ქვეყანას მინდა ვაჩვენო ჩემიშესაძლებლობები. ასე რომ, გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში „თბილისის მოდის კვირეულზე“ მიხილოთ.

 



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი