შვედეთში, ქალაქ მელმოში გაიხსნა ამაზრზენი კვების მუზეუმი, რომლის მიზანია შეისწავლოს რატომ უყვარს ან სძულს ერთი და იგივე საკვები სხვადასხვა ადამიანს.
როგორც მუზეუმის წარმომადგენელი ამბობს, მოგზაურების ნაწილი მოგზაურობს სწორედ იმიტომ, რომ დააგემოვნოს ახალი კერძები, ამაზრზენი კვების მუზეუმი კი უფრო საინტერესოს გახდის ქალაქს.
ფსიქოლოგი და მუზეუმის დამფუძნებელი სამუელ ვესტი, სამი თვის შემდეგ გეგმავს, რომ მუზეუმს ადგილი შეუცვალოს და სხვა ქალაქებშიც გადაიტანოს.