შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, გაზრდილი მანდატის ფარგლებში, 60-მდე კომპანია შეამოწმა და მათ შორის 3 დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააკეთა.
„საჯარიმო სანქციები მერყეობს 100-დან, 50000 ლარამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდესა და დარღვევის სიმძიმეზე. მონიტორინგის პროცესში ამ ეტაპზე კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაა, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ვიბრაცია, მიკროკლიმატი, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები“, - აცხადებს ბექა ფერაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის აქტიური დიალოგის არსებობისთვის სისტემატურად მართავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს.