ანიტა რაჭველიშვილმა ლეიკემიით დაავადებულ ვატო მაღრაძეს 10 000 ევრო გადაურიცხა

16:19 11-03-2018
1207

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ლევიოლინეს, ვატო მაღრაძეს უმძიმესი დღეები უდგას. ის გერმანიაშია და ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ტრანსპლანტაციას ელოდება. მკურნალობისთვის მას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, თუმცა ის მარტო არ არის და მას კოლეგები დიდ მხარდაჭერას გამოუთქვამენ.

ანიტა რაჭველიშვილის კონცერტზე, რომელიც ფონდმა „იავნანამ“ 25 ოქტომბერს გამართა, დიდი თანხა შეგროვდა. მათ შორის უდიდესი შენატანი გააკეთა ბრწყინვალე ქართველმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ვატო მაღრაძეს ანიტა რაჭველიშვილი 10 000 ევროთი დაეხმარა.

„იავნანა“ აქვეყნებს კონცერტზე შესული თანხის შესახებ ინფორმაციას:

„25 ოქტომბერს ფონდ „იავნანას“ კონცერტზე სიკეთემ, ქართულმა კულტურამ და ერთმანეთის თანადგომის სურვილმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა!

ჩვენს საამაყო არტისტებთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის, ვატო მაღრაძის გარშემო მრავალი ადამიანი გაერთიანდა. მათ გვერდით დგომის, პატივისცემისა და სიყვარულის მაგალითი აჩვენეს ყველას. პირველი, ვინც შემოწირულობა გაიღო ვატოსთვის გახლდათ ანიტა რაჭველიშვილი (10 000 ევრო).

მას შემდეგ რაც ვატოს მწვავე ლეიკემია დაუდგინეს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ყველა თავის კონცერტს სწორედ თავისი ოჯახის წევრს უძღვნის, აქციაში ასევე მონაწილეობენ თეატრები, მხატვრები, სხვადასხვა სფეროს წარმომდაგენლები, საქართველოს მოქალაქეები. შედეგად შეგროვდა 45 000 ევრო, ქალაქ თბილისის მერიამ გადარიცხა 60 000 ევრო.

25 ოქტომბრის საქველმოქმედო აქციის შედეგად შემოსულმა თანხამ შეადგინა:

ზარები: 32 967 ლ, კერძო შემოწირულობები და ყულაბები 57 063 ლ

საერთ ჯამში: 90 030 ლ

ყველაზე მეტად გვახარებს ის, რომ შემოწირულობები დღესაც გრძელდება <3

რადგან მთლიანობაში 105 000 ევროა საჭირო, ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით და ჩარიცხეთ ამ ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი

მიმღები: ნათია ყულოშვილი

GE52BG0000000100979687“

 

წყარო: ფორტუნა