"ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც უნდა ჩამეხუტოს რომელიმე დეპუტატი, არავითარი ქოც ვირუსი არ გადამედება" - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, საკანონმდებლო ორგანოში პირბადით მივიდა. გოცირიძე ამბობს, რომ "ქოციანობა" გადამდებია და იმ ტელეარხების გამორთვაა საჭირო, რომელიც ამას ასხივებს:
"მათ თქვეს, რომ მთელი ეს წლები კაბინეტებში ვისხედითო, ხალხთან არ გავდიოდით ამიტომ ორშაბათიდან ხალხში უნდა გავიდეთო - ვიწყებთ ჩახუტებას და მოფერებასო, ხალხის პრობლემების გულთან მიტანას და გაგებით მოკიდებასო. ფაქტობრივად მათ უნდათ ამ ჩახუტებით გადასცენ ხალხს ქოცის ვირუსი. მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენ დავიზღვიეთ თავი და რაც არ უდნა ჩამეხუტოს არავითარი ქოცის ვირუსი არ გადამედება. ქოციანობა გადამდებია არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით არამედ ტელეარხიდან.
ზოგიერთი ტელეარხი ქოციანობას ასხივებს, ამიტომ გირჩევთ არჩევნებამდე გამორთოთ და გაწმინდოთ ქართული სტაფილოს წვენით. ეს შველი და მოქმედებს როგორც ანტიქოცური დეზინფექციის წყარო,"-განაცხადა გოცირიძემ.