გორში სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას პაპის ინფორმაციით, არსებობს ვიდეო, რომელიც ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ ბავშვს გატაცების შემდეგ გადაუღო. ამის შესახებ "კურიერი" იუწყება.
მოკლული მოზარდის პაპა ამბობს, რომ ინფორმაცია მას გამომძიებლებმა მიაწოდეს და ურჩიეს, რომ ეს ვიდეო არ ენახა, თუმცა ვიდეომასალის ნახვას მაინც გეგმავს, რადგან აქვს კითხვები, რომელთა ნაწილსაც პასუხი შესაძლოა ამ კადრებმა გასცეს.
ბერიაშვილის თქმით, თუ მისი ეჭვები გამართლდა, ის გორიდან დაიწყებს და მხარდაჭერას მთელ საქართველოს სთხოვს.
„რაღაც ვიდეო არსებობს, რომელშიც ჩანს. ალბათ, საშინელება... არ ვიცი, უნდა ვნახო. როგორც მეუბნებიან ბრალდებულის გადაღებულიაო, როგორც გამოძიება მეუბნება. მირჩევენ არა ნახოო, მაგრამ უნდა ვნახო, რომ დავრწმუნდე და თუ ეგრე არ იქნება გორელების იმედი მაქვს. მე მთელ საქართველოს ვეუბნები და გორიდან ვიწყებ. რომ მარტო არ დავრჩე და ნანიკოს მივხედოთ,“- ამბობს ხვიჩა ბერიაშვილი.
მოკლული გოგონას ცხედარი გორში 25 ოქტომბერს იპოვეს. გოგონას მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა დაკავებული. მის მიმართ ბრალდებები აქვს ასევე, 14 წლის წინ დაკარგული 11 წლის ბიჭის დედასაც. მის კვალს ოჯახმა დღემდე ვერ მიაგნო.