თიანეთის მერი, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხშირად ექცევა იზოლაციაში.
ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა.
"სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი ხშირად ექცევა ხოლმე დიდ იზოლაციაში, ეს იყო მაშინაც ვიდრე პოლიტიკაში ჩაერეოდა და ასევე, როცა პოლიტიკაში ჩაერთო. იგი რამდენიმე კაცის მიერ იყო გარშემორტყმული და ფაქტობრივად, იზოლირებული იყო პარტიის დანარჩენი წევრებისგან. შემდეგ ცოტა უფრო მეტად ჩაიხედა და შედეგიც სახეზე იყო", - განაცხადა მეჭიაურმა.
თიანეთის მერი მიიჩნევს, რომ ადამიანების უმრავლესობა ცდილობს მოიპოვოს პრივილეგია ბიძინა ივანიშვილთან საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთის.
"გადაწყვეტილებებს ვიღებ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავაკეთე ჩემი განცხადება არჩევნების პირველი ტურის წინა დღეს და მხარდაჭერა გამოვუცხადე სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად ბევრ საკითხში აზრთა სხვადასხვაობისა. ის ფაქტი, რომ დღეს მეორე ტურია, არც ეს არის ტრაგედია, შეიძლება ითქვას, რომ კარგიც კია, ხელისუფლება უფრო ჩაუფიქრდა თავის საქმიანობას და იმედს ვიტოვებ, რომ გამოიტანს სწორ დასკვნებს.
არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო, ახლა მთავარია არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ხელისუფლებამ გაანალიზოს საკუთარი დასკვნები მარტო დასკვნებიც არ არის საკმარისი, აქედან გამომდინარე მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილებები, რაც დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ ეს მიმართვები არ არის მხოლოდ არჩევნების შედეგთან დაკავშირებული და გათვლილია რეალურად რადიკალურ ცვილებებზე" ,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ მიმართვასთან დაკავშირებით.
სალომე ნეფარიძე