მიხეილ ყაველაშვილი: "ამსტერდამში ზის და ცხვირში კოკაინშეყრილი ერთვება სკაიპით"

17:08 11-05-2018
677

"დანდობა აღარ იქნება - პოლიტიკურ სანაგვეზე სამუდამოდ გაგისტუმრებთ ქართველი ერი“, – პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს დაუპირისპირდა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას", კანაფის კულტივაციაზე საუბრის უფლება საერთოდ არ აქვს:

„ამის მოთმენა აღარ შეიძლება. იმ ადამიანმა, რომელიც ამსტერდამში ზის და ცხვირში კოკაინშეყრილი ერთვება სკაიპით, მოწამლა მთელი ერი. ეს ადამიანი არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი, თუ მთავრობაში არ აპირებს მოსვლას? ამას არ დავუშვებთ" - უთხრა ყაველაშვილმა გოცირიძეს.

ყაველაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან კოაბიტაციაში შესვლით შეცდომა დაუშვა, რადგან "ნაციონალები" არასდროს შეიცვლებიან.

"ბატონო რომან, ვერ მოატყუებთ ქართველ ერს. ის ინსტინქტები, რომლებიც მიძინებული გქონდათ და დღეს შეცდომად აღვიქვამთ, რომ კოაბიტაციაში შევედით თქვენთან. ეს იყო შეცდომა, თუმცა გვინდოდა, ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება და იქნებ განვითარებაში ერთად მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ თქვენი ცვლილება არ იქნება. აი, როგორც შეერთდით ახლა და ლუსტრაცია მოხდა მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის, ვინა ხართ და რას წარმოადგენთ. დანდობა აღარ იქნება, პოლიტიკურ სანაგვეზე სამუდამოდ გაგისტუმრებთ ქართველი ერი“ - დასძინა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ავტორი: