ხმას პირადად სალომე ზურაბიშვილს ვაძლევ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს - გიორგი შარაშიძე

17:36 11-05-2018
676

სიტროენ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი გიორგი შარაშიძე არჩევნებში მხარს საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

როგორც მომღერალ უცნობის სიძემ პრაიმტაიმთან საუბარში აღნიშნა, ნაციონალურ მოძრაობას საპრეზიდენტო კანდიდატის წამოყენების კი არა, ზოგადად პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს. 

ჩვენ გვაქვს სამი სასამართლო კონკურენციის სააგენტოსთან, ვართ ბევრი რამით უკმაყოფილო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც მეორე მხარეს დგას გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ჩვენ ვიღაცაზე გაბრაზებულებმა ჯავრი ვიყაროთ. ჩვენ ვნახეთ რა იყო ის 9 წელი, ქვეყანა საით მიექანებოდა, თუ რა დღეში ჩაგვყარეს, რომ არა 2012 წლის გამარჯვება, ვიქნებოდით კაცმა არ იცის სად. მე, როგორც ერთი მოქალაქე, მივდივარ და ვაძლევ ხმას პირადად სალომე ზურაბიშვილს, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და არ მაქვს. იქითა მხარეს არიან კრიმინალები და არ აქვთ საერთოდ არათუ პრეზიდენტობის კანდიდატის დაყენების უფლება, ზოგადად პოლიტიკური საქმიანობისაც, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.