არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ დაინახა, რომ ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი ლიდერი

17:46 11-05-2018
105

"ივანიშვილის მიმართვამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს და უფრთხილდება თითოეულ ადამიანს და არის ძალიან პასუხისმგებლიანი ლიდერი" - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას.

"მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან გულწრფელი გამოსვლა ადამიანის, რომელიც უკვე ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ ფლობს სრულ ინფორმაციას მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, თუ რა ვითარებაა რეგიონებში, რა ვითარებაა თბილისში და რა მზაობა არსებობს გუნდში, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურში.

ბიძინა ივანიშვილის მიმართვამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ის ძალიან დიდ პატივს სცემს და უფრთხილდება თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი 2012 წლის გამარჯვებაში, მიუძღვის  მნიშვნელოვანი წვლილი „ქართული ოცნების“ შექმნასა და მის განვითარებაში. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, და შესაძლებლობა, რომელიც, კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული იმისათვის რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი შესაძლებლობები, თავისი ძალა და ღირებულებები გააერთიანოს და გამოიყენოს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის.

მე ვფიქრობ მან ნათლად ისაუბრა მის მთავარ მიზანზე, მან თქვა, რომ საქართველოს ინტერესები არის უპირატესი, და სწორედ აქცენტები გააკეთა ერთ წელიწადზე. ერთ წელიწადში უნდა იყოს გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები, განსაკუთრებით სოციალური განზომილებაში და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ჩვენ ყველა ვხედავთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საჭიროებას. ასევე ვიტყოდი, რეგიონებში საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი საჭიროებები, რომლებიც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ხაზგასმით, რომ საჭიროა ახალგაზრდების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში. პარტიაში არის სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღია პოლიტიკა იყოს ახალგაზრდების ჩართულობის თვალსაზრისით, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური საკადრო პოლიტიკა და ვფიქრობ, ერთი წლის თავზე უკვე საზოგადოება დაინახავს,  რომ განსხვავებებია თუნდაც ოპონენტების რიტორიკასა და რეალობას შორის, განსხვავებები იმ ნიშნულებსა და მომავალს შორის, რომელზეც დღეს მიდის მსჯელობა, იქნება ძალიან თვალსაჩინო.

მეც მინდა გამოვთქვა სრული მზადყოფნა, რომ თითოეული ჩვენთაგანი არის მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს გუნდის შიგნით. კიდევ უფრო აქტიურად იმუშაოს ადამიანებთან, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ ჩართული იყვნენ ქვეყნის განვითარების პროცესში" - განაცხადა თალაკვაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა. 

ავტორი: