შსს ადასტურებს, რომ ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში დაიბარეს

19:29 11-05-2018
129

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაბარებული იყო ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა. მან შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. უცნობია კონკრეტულად რა შეკითხვებს პასუხობდა ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში. 

საქმე როგორც ჩანს ეხება „ომეგა ჯგუფის“ საქმის ფარგლებში ე.წ. სარდაფის ინციდენტს. პრესაში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერში სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „სარდაფს“ ახსენებს და ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს შეაგინა, მან კი ხელი დაარტყა ყიფიანს. რაც შეეხება „სარდაფს“, სავარაუდოდ ყიფიანი ამბობს, რომ სარდაფში ფარცხალაძეს „ოფისი აქვს“, იქ თავისი ფეხით მივიდა, სადაც ყიფიანის თქმით, მას სცემეს.

 

 

წყარო: imedinews