მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს საქალაქო სასამართლოში უჩივლა. მოპასუხე მხარემ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბურჭულაძე დავითაშვილისგან ბოდიშის მოხდას პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ითხოვს. მსოფლიო ბანის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი განცხადებით, ბურჭულაძე, ბოდიშთან ერთად, დავითაშვილისგან, კომპენსაციის სახით, სიმბოლურ თანხას, 25 ათას ლარს ითხოვს.