ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეზე: "შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს"...

13:33 11-06-2018
328

აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას ეხმაურება. 

"შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს...

მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ნუ ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ. 
ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!" - წერს თორდია სოციალურ ქსელში,

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პროკურატურა გირაოს შეფარსებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა და ოთარ ფარცხალაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი.

ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს მოხდა. ყოფილი აუდიტორის თქმით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა. მისივე მტკიცებით, აუდიტის სამსახური მისი ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა, სწორედ ამან გამოიწვია ყოფილი გენერალური პროკურორის გაღიზიანება.



ავტორი: