სკანდალი! ჰოლივუდის ვარსკვლავი ალეკ ბოლდვინი პოლიციამ დააკავა

13:55 11-06-2018
1009

რამდენიმე დღის წინ, ჰოლივუდის მსახიობი, 60 წლის ალეკ ბოლდვინი საკნდალების ეპიცენტრში მოხვდა. ინციდენტი, ავტოსადგომზე მოხდა, როცა მსახიობს, უცნობ მამაკაცმა, გზა არ დაუთმო და მასთან ჩხუბის დროს,  სახეში სილაც კი გააწნა. 

სკანდალის გამო, ნიუ-იორკის პოლიციამ, მსახიობი, ჩხუბის დროს დააკავა.

შემთხვევა, მანჰეტენზე იმ დროს მოხდა, როცა მსახიობის ახლობელი, ავტოსადგომზე მანქანის ადგილის დაკავებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა უცნობმა მამაკაცმა, გზა გადაუღობა და არ მისცა ავტომობილის დაყენების საშუალება. ინციდენტს, ალეკი გამოეხმაურა და მამაკაცს თავის არეში, მძიმე ტრამვა მიაყენა, რის გამოც, ის კლინიკაში გადაიყვანეს -  ბოლდვინი კი, პოლიციის განყოფილებაში მოხვდა. 

პოლიციამ, მსახიობი 2 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.  სასამართლო უწყებაში, მსახიობი, ნოემბრის ბოლოს დაიბარეს.

ვარსკვლავის დაკავებას, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და მას წარმატებები უსურვა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ვარსკვლავმა, ერთ-ერთ შოუში, აშშ-ის პრეზიდენტის პაროდია შეასრულა, რის გამოც ემმის დაჯილდოების ცერემონიაზე, ნომინაციაში, კომედიური სერიალის მეორე ხარისხის საუკეთესო მსახიობის ტიტული გადაეცა. დონალდ ტრამპმა, გადაცემის შესახებ გადაცხადა, რომ შოუში, სასაცილოს ვერაფერს ვერ ხედავდა.  

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

 

 

 
ავტორი: რუსა ღვანიძე