"ეს მიწისძვრები ჩვეულებრივი პროცესია" - სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

15:15 11-06-2018
398

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, რამდენიმე მიწისძვრა, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში მცირე ინტერვალით ხდება, პანიკის საფუძველს არ იწვევს. ერთადერთი, რაზეც ყველამ უნდა იფიქროს და იზრუნოს სამშენებლო მიმართულებაა.

მიწისძვრები ყოველთვის ხდება, ხდებოდა და მოხდება. ჩვეულებრივი სეისმური პროცესი მიდის. უბრალოდ ეს ადამიანთათვის შეგრძნებადი პროცესი იყო.  სპეციალისტებისთვის ამაში განსაკუთრებული არაფერიფ, პირიქით, კარგია, რომ საშუალო სეისმურობის ფონზე ხდება ამ დაძაბულობის გამოთავისუფლება.

ბოლო ათ წელს რომ გადავავლოთ თვალი, მივხვდებით, რომ ეს პროცესი ჩვეულებრივია. პანიკის საფუძველი არის ის, რომ ყველა ერთად ყურადღებით უნდა ვიყოთ სამშენებლო კუთხით. ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, სად რას ვაშენებთ - განუცხადა პრაიმტაიმს თეა გოდოლაძემ.

გუშინ საღამოდან მოყოლებული თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დაბალი სიმძლავრის, თუმცა შეგრძნებადი მიწისძვრა რამდენიმე საათის ინტერვალით მოხდა.

ავტორი: