ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეც გამოიკითხება

15:30 11-06-2018
66

პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზეც გამოიკითხება, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ოთარ ფარცხალაძეს უკვე წარდგენილი აქვს ბრალი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ის „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება.

გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები. მოპოვებული იქნება ყველა საჭირო მტკიცებულება და გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი 126-ე მუხლით წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს.