ვარსკვლავების უცნაური ანდერძი - "სურვილი მაქვს ჩემს მკლავზე დალიოს სული და ჩემთან ერთად დაასაფლავონ"

16:57 11-06-2018
2841

ლეგენდარული ცნობილი ადამიანები, რომლებიც დიდი ტალანტით იყვნენ დაჯილდოებულები, უცნაური ოცნენებით და სურვილებით გამოირჩევიან, ზოგიერთი მათგანი კი, გარდაცვალების წინ, ანდერძს ტოვებდა.

   ჩარლი ჩაპლინი - მილიონი, განსაკუთრებულ მწეველს

მსოფლოს ცნობილი კომიკოსი, ჩარლი ჩაპლინი (1889-1977), რომელმაც ერთ-ერთი უცნაური ანდერძი დატოვა - მილიონ დოლარს პირდებოდა მას, ვინც მოახერხებდა, რომ პირიდან სიგარეტის კვამლი, რგოლებად ხუთხერ გამოეშვა და მეექვსე რგოლი, მათ შორის გაეტარებინა. გამოცანის შესრულება, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეგახსენებთ, რომ დღემდე, ვერავინ შესძლო, ამ გამოცანის შესრულება. 

ცნობილი მუსიკოსი და მსახიობი, ფრენკ სინატრა(1915-1998), რომელმაც მთელი ქონება, მის მეოთხე ცოლს, ბარბარა მარქსს დაუტოვა, სურვილი ჰქონდა, რომ სიკვდილის წინ, ერთი ბოთლი ვისკი, სანთებელა და 10 ცენტი, საფლავში გაეტანებიათ.  მისი ყველა სურვილი, უკლებლივ შეუსრულეს და საფლავის ქვაზე, წარწერა გააკეთეს: - ყვლაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. 

82 წლის ფრანგი ვარსკვლავი, ალენ დელონი, ფრანგულ ჟურნალში Paris Match, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი უკანასკნელი სურვილი იქნება, საყვარელ ძაღლთან, ლუბოსთან ერთად გარდაიცვალოს.

თუკი ის, ჩემზე ადრე წავა ამ ქვეყნიდან, მე ვერ შევძლებ სხვა ძაღლის აყვანას. მაგრამ თუკი, მე უფრო ადრე გარდავიცვლები, პირად ვეტერინალს აუცილებლად დავუბარებ, ჩემი გარდაცვალების შემდეგ, მას ინექსია გაუკეთონ, რომ ჩემს მკლავზე დალიოს სული და ჩემთან ერთად დაასაფლავონ. მე აუცილებლად მოვითხოვ ამის გაკეთებას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, მას ჩემს საფლავზე  გარდაცვლილს იპოვით - ამბობს ალენ დელონი. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობის სახლის ეზოში, 34 ძაღლის საფლავია, რომლებიც ალენის საკუთრება იყო. 

38 წლის ცნობილი ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი, უკვე წინასწარ ფიქრობს მისი გარდაცვალების ცერემონიის შესახებ. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი, თუ ვის უტოვებს ქონებას, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მაკიაჟი, ვარცხნილობა, სამოსი და ფრჩხილის ლაქის ფერი, უკვე შერჩეული აქვს. 

შესაძლებელია, გარდაცვალების წინ, ცუდ ხასიათზე ვიყო და არ მქონდეს იმის ძალა და თავი, რომ გიკარნახოთ, რას ჩამაცმევთ და თმას როგორ დამვარცხნით. ჩემი მაკიაჟი, ფრჩხილის ლაქი და ვარცხნილობა, ულამაზესი უნდა იყოს. სასახლეში, იდეალურად უნდა გამოვიყურებოდე - აღიარებს კიმი. 

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, მსახიობი მერლინ მონროს(1926-1962) მთელი ქონება, დაწყებული ქვედა საცვალიდან, მის პედაგოგს, ლი სტასბერგს დაუტოვა, რომელიც მსახიობის ოსტატობას - ხელოვნებას ასწავლიდა. მერლინის პირადი ნივთები, მის გარდაცვალებამდე, 1982 წლამდე, ლის გარაჟში, ინახებოდა. მისი გარდაცვალების სემდეგ, მერლინის ქონების დიდი ნაწილე, სტრასბერგის მეუღლემ აუქციონის წესით, დაახლოვებით 20 მილიონ დოლარად გაყიდა. 

იხ. ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე