ნუკრი ქანთარია: "არ უნდა დავუშვათ ის, რომ იპარპაშონ რევანშისტებმა"

17:05 11-06-2018
83

"არ უნდა დავუშვათ ის, რომ იპარპაშონ რევანშისტებმა" - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დროა ყველამ დაივიწყოს ძველი წყენა და დადგეს იქ, სადაც საჭიროა:

"მოსახლეობისგან ეს ერთგვარი გაფრთხილება რა თქმა უნდა მიღებულია, ახლა ტყუილ-მართლის გარჩევის დრო არ არის. ახლა ვისაც სურვილი აქვს და ვისაც შეუძლია, რომ გარკვეული წყენები გვერდზე გადადოს და ასეთი უამრავი ადამიანია, ყველა მოდის ისევ, რომ ის მონაპოვარი, 2012 წლის მონაპოვარი არ დაიკარგოს და ის ფესვი გაძლიერდეს. ამაშია საქმე, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულად ჩრდილი მიადგა ამას. ამდენად, აქ არ არის რაღაც სახელობითი გამოძახება, აქ არის მოწოდება და ყველა დგება სწორედ იქ, სადაც იდგა მაშინ, როდესაც მართლა თავისი ოჯახი და თავის თავი გადადებული ჰქონდა, რადგან არ უნდა დავუშვათ ის, რომ იპარპაშონ რევანშისტებმა . ჩვენ არ უნდა შევიდეთ აი იმ სიძულვილის რკალში, რომელიც უკვე გვეგონა, რომ დავივიწყეთ" - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

ავტორი: