პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიდის და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის დამალული - მეორე მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში, ხან თითებს გვიქნევს, ხან გვემუქრება, მისი პარტიის წევრები უკვე ისე არიან, ლამისაა ხელკეტებს პრეზერვატივები წამოაცვან, ძველი დროის მსგავსად. ისეთ დღეში არიან უკვე,"- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნორმალური ამომრჩეველი ორ ცეცხლშუაა.
"მანამდე კიდე 26 თუ 27 კანდიდატი იყო და ვიღაცა შეგეძლო შენი გულის კარნახით შემოგეხაზა,"-განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ერთ სევდიან ამბავს უწოდებს. “სალომე ზურაბიშვილი დამალეს საერთოდ, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“-ში რომ არის, უპატარძლო ქორწილიაო, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიდის და „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის დამალული. ძალიან სევდიანი ამბავია, თან მეორეს მხრივ აჟიტირებულ მიხეილ სააკაშვილს ვუყურებთ, რომელიც ლამისაა გამოძვრეს ტელევიზორში. სააკაშვილი ხან თითებს გვიქნევს, გვემუქრება და მისი პარტიის წევრები ისე არიან, ხელკეტებს ლამის პრეზერვატივები წამოაცვან. მანამდე ხომ ვითომ გაიაზრეს ძველი შეცდომები, მაგრამ როგორც კი სისუსტე ნახეს ხელისუფლების, ნახეთ როგორ ამბავში ჩავარდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.