ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა. ამიტომაც მოვედი აქ - ლევან გაჩეჩილაძე (ვიდეო)

14:03 11-07-2018
1155

ყოფილი ოპოზიციონერი ლევან გაჩეჩილაძე ცოტა ხნის წინ რუსთაველის თეატრში მივიდა, სადაც საზოგადოების ცნობილი წევრები 7 ნოემბერთან დაკავშირებით იკრიბებიან.

არცერთი დღე არ ყოფილა ჩემთვის, ძალადობის წინააღმდეგ რომ არ ყოფილიყო ძალისხმევა მიმართული. 7 ნოემბრის შედეგია უამრავი ადამიანი ციხეში, დაჭერილი და ა.შ... არაფერი არ ღირს ამ ქვეყანაზე, რომ დათმობილი იყო ჩემი, სხვისი თავისუფლება. ჩემი და სხვისი თავისუფლება არ დაითმობა. ამიტომაც მოვედი აქ, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

რუსთაველის თეატრში დღეს საზოგადოების ნაწილი იკრიბება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გააპროტესტებს.

საზოგადოებამ – „მე ვიცავ თავისუფლებას“ რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა, რომლის ხელმომწერების განცხადებითაც, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

ამასთან, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.