კოკა გუნცაძე: აქ დგას ხალხი, რომელიც არ შეუშინდა არაფერს, რომელსაც სდევნიდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს

16:03 11-07-2018
121

არჩევნების წინა დღეს თბილისში, დიდი მსვლელობით საბოლოოდ ვეტყვით უარს თანამედროვე მოდიფიკაციის ბოლშევიზმს საქართველოში, - ამის შესახებ კოკა გუნცაძემ განაცხადა აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“, რომელიც მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ არის ორგანიზებული.

მისი თქმით, ყველა იმ ქალაქში მოხდება ამომრჩევლის მობილიზება, სადაც პირველ ტურში პრობლემები შეიქმნა.

„ჩვენ სრული მობილიზაცია გამოვაცხადეთ. ჩავალთ ყველა დიდ ქალაქში, სადაც პირველ ტურში გარკვეული პრობლემები იქნა. ყველა დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, თელავში გორში, რუსთავში და ამ ბოროტებას საბოლოოდ გადავტეხავთ წელში. ეს იქნება გარდაუვალი. ჩვენ ყველგან გავხსნით ოფისებს, ზოგან უკვე გვაქვს, სადაც შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ იმუშავებენ ხალხის მობილიზაციაზე. საბოლოოდ, არჩევნების წინა დღეს შევიკრიბებით თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე და დიდი მსვლელობით საბოლოოდ ვეტყვით უარს თანამედროვე მოდიფიკაციის ბოლშევიზმს საქართველოში“, - განაცხადა კოკა გუნცაძემ.