ლევან გაჩეჩილაძე: საპნის ბუშტია, კიდევ ერთი ტყუილია, ბევრ ტყუილებს შორის...

21:32 11-07-2018
428

"ეს ბოდიში არაფერი არ არის, საპნის ბუშტია, კიდევ ერთი ტყუილია, ბევრ ტყუილებს შორის" - ასე ეხმაურება ლევან გაჩეჩილაძე ვაშაძის განცხადებებს 7 ნოემბერსა და წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეწყალების შესახებ.

"როგორი ტყუილია იცით? ერთ-ერთ ტელევიზიაში ამოვიდა ვაშაძის სოციალურ ქსელში დაწერილი, რომ ის ბოდიშს იხდის იმისთვის, რაც მოხდა 7 ნოემბერს. ეს ბოდიში რა შესაბამისობაში მოდის შეწყალებასთან ხო გესმით, აბსოლიტურად შეუსაბამოა. ბოდიშის მოხდას მაშინ აქვს ფასი, როდესაც მიაყოლებ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა ისხდნენ ციხეში, იმისთვის, რაც თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის წინაშე ჩაატარეს. ეს ბოდიში არაფერი არ არის, საპნის ბუშტია, კიდევ ერთი ტყუილია, ბევრ ტყუილებს შორის. ამ ტყუილებით და ძალადობით უნდათ ისევ ხელისუფლებაში მოსვლა" - განაცხადა "იმედის" ეთერში ლევან გაჩეჩილაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველივე 2-3 თვეში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკურ პატიმრებს შეიწყალებს. 

"მე შევიწყალებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს, შევიწყალებ ყველა ქალ პატიმარს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ და რომლებსაც ჰყავთ შვილები. ამის გაკეთებას ძალიან სწრაფად ვაპირებ, პირველი ორი-სამი თვის განმავლობაში. როგორც იურისტს მინდა, რომ სამართლიანობამ იზეიმოს და ასეც იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიღებს უფლებას, იცხოვროს აქ. გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, მასზეა დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. თუმცა შესაძლებლობა, იცხოვროს აქ, თავის სახლში, ყვარელში – ეს არის ის, რაც ჩვენ მის მიმართ გვმართებს",- თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

ავტორი: