ქვეყნის დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში ვაშაძის გამარჯვებით უნდა დაიწყოს - გიგი უგულავა

10:32 11-08-2018
75

გიგი უგულავა, ჰელსინგში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე იმყოფება. პარტიის ლიდერი სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და მეორე ტურისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე საუბრობს.

გიგი უგულავას განცხადებით - „ამ დროისთვის ჯერ ისიც არ არის ცნობილი თუ როდის დანიშნავენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, მაგრამ როცა იქნება, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება განსაზღვროს ხალხმა“ - აცხადებს გიგი უგულავა.