გრიგოლ ვაშაძე ანგელა მერკელს შეხვდა

11:00 11-08-2018
272

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა ხნით ადრე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრა ჰელსინკში გაიმართა, სადაც "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესი მიმდინარეობს. 

ანგელა მერკელი: როგორი იყო არჩევნების შედეგები?
გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, პრეზიდენტობის მეორე კანდისდატი ლიდერობს. 

- თუ აპირებთ ოპოზიციური პარტიები გაერთიანებას? 
- ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უკვე გაერთიანებულია. ეს გათვალისწინებული იყო ჩვენს მემორანდუმში. ევროპულმა საქართველომ, რომელმაც ამომრჩევლების 10% მიიღო, მხარდაჭერა გამოგვიცხადა. 

შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ კომენტარი გააკეთა: 
„საუბრის პირველი ნახევარი იყო პირველ ტურზე. რა პირობებში ჩაიარა პირველმა ტურმა. როგორ გამოიყურებოდა მთლიანად ეს პროცესი, როგორ დაივალა და რა ციფრები იყო გამოცხადებული შემდეგ უკვე სხვადასხვა ორგანიზაციებს მიერ, რომლებიც ამ ციფრებს ითვლიდნენ. მეორე ნაწილი ჩვენი საუბრის იყო სწორედ მეორე ტურზე. რა მოლოდინები გვაქვს, რა საფრთხეები არის და რატომ დღემდე არ არის დანიშნული მეორე ტურის თარიღი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ