საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს მიმართა და მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურისთვის აღკვეთონ გაყალბების ყველა შესაძლო მცდელობა.
"უნდა ესმოდეს "ქართულ ოცნებას" ერთი რამ,რომ თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ სისტემას, გვაქვს შექმნილი მექანიზმი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ ყველა ასეთი მოქმედება. ლუქის გახსნაც კი უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს მყისიერი რეაგირება.რაზეც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გადააყენოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, ვინც ამ მაქინაციას და ამ კანონდარღვევას ჩაიდინა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ
ვაშაძემ ასევე მიმართა ,, ქართულ ოცნების’’ შტაბს და ცესკო-ს , რომელიც ასევე ,, ქართული ოცნების’’ შტაბის ნაწილად მოიხსენია.
"ისინი კარდაკარს აკეთებენ მთელი საქართველოში და უკიდურესად ნეგატიური რეაქციაა ამომრჩეველთა მხრიდან , ხვდებიან ვერ მიიღებენ ხმებს და ალბათ უფრო დაბალ შედეგს აჩვენებენ მეორე ტურში ვიდრე მათ ჰქონდათ პირველ ტურში,მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს გაყალბების პრევენციის ახალი მექანიზმები", - განაცხადა ვაშაძემ.
სალომე ნეფარიძე