„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერთმანეთს უსირცხვილოდ ეფერებიან - ზაქარია ქუცნაშვილი

13:59 11-08-2018
50

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერთ ოჯახს დაუბრუნდნენ, ერთი ლექსიკით საუბრობენ და ზაპოროჟეცისა და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ, ერთმანეთს უსირცხვილოდ ეფერებიან.

ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას გამოეხმაურა.

"ეს ადამიანები გულწრფელები არასოდეს იყვნენ. ყოველთვის კონიუნქტურით ხელმძღვანელობდნენ. თუ მათ რიტორიკას დააკვირდებით, იგივეა 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის რიტორიკა იგივე აქვთ, ისევ მტრებზე საუბრობენ. თუ ქართველი ხალხი მტერია, მტერი ნიშნავს, რომ გაანადგურო და მოკლა. მათ შორის არსებით ცვლილებებს ვერ ვხედავ. გული მწყდება იმაზე, რომ ვიღაცის გათვლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა ორივე ფრთის დასუსტებას გამოიწვევდა, მცდარი აღმოჩნდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.