"ვითომ ქალბატონი სალომე არ ჩანს მედიასთან, ეს ესე არ არის" - ლევან გოგიჩაიშვილი

15:06 11-08-2018
79

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებითმ, პარტიაში დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, სადაც საარჩევნო კამპანიის საკითხები განიხილეს. 

„პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა, პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ, გადავედით აქტიურ ფაზაში კამპანიის რეგიონებში, ქალაქ თბილისის მასშტაბით. ჩვენ არ დავტოვებთ სივცრეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იაქტიურებს და მათი კანდიდატი იაქტიურებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს თავისუფლების ხაზი გადის არჩევნებზე და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყაანაში თავისუფლება იყოს გარანტირებული. ჩვენ არ მივცემთ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს თავისუფლება შეუზღუდოს ამ ქვეყნის მოსახლეობას, რამენაირად შექმნას ასე ვთქვათ ამ თავისუფლების შეზღუდვის პირობები, ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ დემოკრატიულ პლურალისტულ გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას პროვოკაციის და დესტაბილიზაციის ამ ადამიანებს, განსაკუთრებით ამხანაგ ვაშაძეს.

ქალბატონი სალომე ეხლაც არის ძალიან აქტიურად ჩართული. ის თუ არ ვცდები დღესაც აპირებს საკუთარი აქტივობის განხორციელებას, შესაბამისად მე არ მგონია, რომ პრობლემა იყოს ქალბატონ სალომესთან ურთიერთობა. ის, როგორც „ქართული ოცნება“ არის აქტიურ საარჩევნო კამპანიაში, ფაზაში, შესაბამისად მე ამის პრობლემას ვერ ვხედავ. ეს პრობლემა მე მგონი უფრო ხელოვნურადაა შექმნილი, ვითომ ვთქვათ ქალბატონი სალომე არ ჩანს მედიასთან, ეს ესე არ არის“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.