საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ბრიფინგი გამართა, სადაც ოპონენტების მიერ 400-ლარიან დაპირებულ პენსიას გამოეხმაურა.
ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ამ დაპირებას მათემატიკურად შეუძლებელი უწოდა.
თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, პირადად მე შემიძლია რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად გავუგზავნო ჩვენს ოპონენტებს. საუბარია დამატებით ორ მილიარდ ლარზე, რომელიც არის იმაზე მეტი ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნით ჩვენს ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებლებს და ყველა უწყებას ერთად აღებულს. აი ამ რაოდენობის და ამ მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი. და არ ცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილს ეუბნებიან. რომ ისინი შეძლებენ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას. ეს მათემატიკურად არის შეუძლებელი,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სალომე ნეფარიძე