კიდევ ერთხელ მომსწრენი ვხდებით რუსეთის მხრიდან აგრესიის - შიდა ქართლის გუბერნატორი

15:55 11-08-2018
73

რამდენიმე საათის წინ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები გამოჩდნენ. სადემარკაციოა სამუშაოები უკვე 500 მეტრზეა შესრულებული.

​შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ჯოხევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედოების გააქტიურებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო მსგავს პროვოკაციებზე არ უნდა წამოეგოს და უცხოელ პარტნიორებთან ერთან აქტიურად უნდა გააგრძელოს ქვეყნის განვითარებაზე მუშაობა.

"ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვხდებით რუსეთის მხრიდან აგრესიის და პროვოკაციის გამოხატულების საქართველოს მიმართ. საქართველო ბუნებრივია ამ ყველაფერს არ შეეგუება და თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ აღიკვეთოს მსგავსი პროვოკაციული მოქმედებები რუსეთის მხრიდან'', -  განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

სალომე ნეფარიძე