დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ საზოგადოების მოტყუებაა, როდესაც ოპოზიცია მას 400-ლარიან პენსიას სთავაზობს.
"რა თქმა უნდა ყველას შეუძლია თქვას, რომ გაცილებით უკეთესად შეუძლია აამუშაოს ეკონომიკა ერთ და ორ წელიწადში და ა.შ. მაგრამ უნდა შესთავაზო მაშინ საზოგადოებას კონკრეტულად ის მექანიზმები, რომელიც ამ დოვლათის დაგორვების საშუალებას მოგცემს, რომელიც შემდეგ ამ დონემდე შეიძლება ავიდეს. მე კი დღევანდელი მოცემულობით, ასეთი ხარისხის დაპირებაში, ვერ ვხედავ ამის ელემენტარულ პრაგმატულ მაცვალასაც კი, ვხედავ ამომრჩეველზე ზემოქმედების არასწორის დაპირების მცედლობას, ეს ფაქტობრივად არის გარკვეულწილად შეურაცხყოფაც კი იმ საზოგადოების, რომელსაც ამას სთავაზობ, იმიტომ რომ ავტომატურად შენ გულისხმობს რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას არ ფლობენ იმასთან დაკავშირებით თუ რა არის რეალობა. ფაქტობრივად, ეს ინფორმაცია შეურაცხყოფასაც კი შეიცავს, გარდა იმისა, რომ ის ტყუილი და არარეალურია. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ შენ ამ საზოგადოებაზე გაქვს ისეთი წარმოდგენა, რომ მათ რასაც გინდა იმას მიყიდი ეს შეურაცხმყოფელი მესიჯია საზოგადოებისათვის ამ მოცემულობაში, თუ არ განმარტავს ყველა იმ წინმსწრებ ნაბიჯს, რომლის ხარჯზედაც შენ შეგიძლია პირველ რიგში შექმნა ისეთი დოვლათი, რომელიც ასეთი ტიპის პენსიის გადახდის საშუალებას მოგცემს, ისე რომ არ შეიზღუდოს დავუშვათ მასწავლებლების ხელფასი, ექიმების, ჯარისკაცების ხელფასები, პოლიცელების ხელფასები. აი ამის შეუზღუდავად რომ შეგიძლია შენ 400 ლარამდე გაზარდო პენსია, ამისათვის რას აპირებ და როგორ დააგროვებ ამ დომვლათს, ამაზე თუ არ ილაპრაკებენ, მაშინ ატყუებ შენ და შეურაცხყოფას აყენებ საზოგადოებას”,- განაცხადა რომან კაკულიამ “კვირასთან” საუბარში.