Victoria's Secret ადრიანა ლიმამ დატოვა (ფოტოები)

10:59 11-09-2018
592

Victoria's Secret ადრიანა ლიმამ დატოვა. კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერ მოდელი კოლექტივმა სიყვარულით და აპლოდისმენტებით გააცილა. შოუზე, ლიმასთვის საგანგებოდ გააკეთეს ვიდეო და ფოტოკოლაჟი, რომელიც მის მოღვაწეობას და წარმატებებს ასახავს.

ყველა დროის ყველაზე დიდებული ანგელოზი - ასე შეაფასეს მისი კარიერა.

მოდელმა Victoria's Secret 20 წლის შემდეგ 37 წლის ასაკში თვალზე ცრემლმორეულმა დატოვა.

ძვირფასო ვიქტორია, მადლობას გიხდი, რომ მსოფლიო მაჩვენეთ, თქვენი საიდუმლოებები გამიზიარეთ, ამან მე ფრენა მასწავლა. ასევე, დიდი მადლობას ვუხდი ჩემს საუკეთესო გულშემატკივრებს. სიყვარულით - თქვენი ადრიანა ლიმა - დაწერა სუპერმოდელმა საკუთარ ინსტაგრამზე.

იხილეთ ფოტოკოლაჟი.

ავტორი: