"დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ, თხოვნაა, ბრძანებაა, თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ" - ასე უპასუხეს მერიის წერილს, აქციის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
"2012 წლის პირველ ნოემბერს მივმართე მერიას, აქციების გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით 31 დეკემბრის ჩათვლით. რის პასუხადაც მივიღე წერილი მერიიდან, რომ შვიდი ნოემბრიდან უნდა შევცვალოთ ლოკაციის ადგილი, რადგან 7 დეკემბრიდან აქ აპირებენ ნაძვის ხის აღმართვას.
მოგვიწოდეს პირდაპირ, რომ დავტოვოთ ეს ტერიტორია. ჩვენ არავის ხელს არ ვუშლით, გაქვს მშვიდობიანი მოთხოვნა, რომ ჩვენი შვილების მკვლელები უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული აუცილებლად. ხელს ვუშლით როგორც ჩანს ვიღაცებს. ჩვენ არავის ვუშლით ხელს, არც იმ ბავშვებს, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვის ჩვენ დღეს ვიბრძვით. ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნაა, ბრძანებაა, თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და იქიდან მეტისმეტია ეს, პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე, ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ იქ იყავით ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენ მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ - ეს წერია პირდაპირ ამ წერილში" - ამბობს ზაზა სარალიძე.