მონიკა ბელუჩიმ პირადი ცხოვრების საიდუმლო დეტალები გაამხილა - "ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით"

13:38 11-09-2018
967

იტალიელი კინოვარსკვლავი და ფოტომოდელი, მონიკა ბელუჩი და მსახიობი ვენსან კასელი, 2013 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ. დიდი ხნის განმავლობაში, მონიკა საზოგადოების წინაშე არ ჩნდებოდა და მეუღლესთან დაშორებას მძაფრად განიცდიდა.

განქორწინების შემდეგ, მსახიობმა, რამდენიმე დღის წინ, პირველად გააკეთა კომენტარი, ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში და პირადი ცხოვრების საიდუმლო დეტალებზე ისაუბრა. 

ახლო მომავალში, ეკრანეზე გამოჩნდება ახალი სერიალი ათი პროცენტით, მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, სადაც ვარსკვლავი, სერიალის მთავარ გმირს ასრულებს, რომელიც ნორმალური მამაკაცის ძიებაშია, რომელიც მარტოხელა ცხოვრებას გაულამაზებს. ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდა თუ არა, მონიკა რეალურ ცხოვრებაში, ნორმალურ მამაკაცს, მსახიობმა უპასუხა:

დიდი ხანია უკვე, რაც ერთ ადამიანს ვხვდები. ვერ გეტყვით, ნორმალურია თუ არა, ამას ვერც ჩემს თავზე ვერ ვიტყვი. მართალია, ის ჩემი სამყაროდან არ არის, მას სრულიად განსხვავებული პროფესია აქვს, მაგრამ ჩემსავით ბევრს მოგზაურობს. მისი ცხოვრების რიტმი, საშუალებას აძლევს, ყველანაირად გამიგოს. არ მინდა, მისი სახელის გამჟღავნება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მყავს საყვარელი მამაკაცი და ჩემი არჩევანით, ბედნიერი და კმაყოფილი ვარ - ამბობს მონიკა.  

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის აგვისტოში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენსან კასელი და მონიკა ბელუჩი, 14 წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ - ცნობილია, რომ განქორწინების ინიციატორი, მონიკა იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში, კინოვარსკვლავი აცხადებდა:

ვენსანმა, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ორი შვილი მაჩუქა. ამიტომ, ეს ადამიანი, ყოველთვის მეყვარება. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა, როგორც ხდება ხოლმე - ამბობს მონიკა ბელუჩი. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე