მერაბ მორჩაძე გაათავისუფლეს

14:10 11-09-2018
239

მერაბ მორჩაძე გაათავისუფლეს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მორჩაძეს ჯერ წინა სხდომაზე ბრალი შეუმსუბუქდა, ახლა კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ორ წლიანი პირობითით, გამოსაცდელი ვადით გაათავისუფლეს.

მორჩაძეს ბრალდების მხარე ჯერ მოწმის მოსყიდვასა და მასზე ზემოქმედებას ედავებოდა, წინა სხდომაზე კი ბრალი შეუმსუბუქდა და მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედება დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე ზემოქმედების ბრალდებით, სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს.

ავტორი: