ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში (EUMM) განცხადებას ავრცელებს, სადაც სოფელ ატოცთან უკანონო ,,ბორდერიზაციის'' პროცესს გამოეხმაურა.
„ბორდერიზაციასთან დაკავშირებული მოქმედებები ზეგავლენას ახდენს სტაბილურობასა და ადამიანის უფლებებზე. სამწუხაროდ, ასეთი ფუნდამენტი ქმნის დამატებით დაბრკოლებას თავისუფლად გადაადგილების მიმართულებით და ბარიერს უქმნის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს.''
ატოცში არსებული ვითარება ხაზს უსვამს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების მნიშვნელობას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლში, სოფელ ატოცთან რუსმა სამხედროებმა გამყოფი ხაზის შემოვლა პირველი ნოემბრიდან დაიწყეს და ამ დროისთვის დახლოებით ერთ კილომეტრიანი ბარიერია შემოვლებული.
სალომე ნეფარიძე