დღემდე ჩვენ მას ექსპერტად მოვიხსენიებთ, ამიერიდან პოლიტიკოსი გახდება. გია ხუხაშვილი ახალ პოლიტიკურ პროექტს აანონსებს. ეს იქნება მესამე ძალა პოლიტიკაში.ჯერ კიდევ ექსპერტი ხუხაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის მახინჯი ფორმით არსებობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს:
„როგორც ჩანს, იძულებული ვიქნები ამ პროექტში ჩავერთო, პროექტის დასრულების შემდეგ მე გვერდზე გავიწევი, არანაირი პოსტი არ მინდა. ადრე ერთჯერად პროექტებში ვღებულობდი მონაწილეობას რომელიც ხელისუფლების შეცვლას ითვალისწინებდა, ახლა საჭიროა მესამე ძალის შექმნა - ძალიან ბევრმა დღეს არ იცის ხმა ვის მისცეს, არც ნაციონალური მოძრაობა მოსწონს და არც ქართული ოცნება, 21-ე საუკუნეა და არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა დასრულდეს, არჩევანი მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული“ - ამბობს გია ხუხაშვილი.
სხვა დეტალებზე ის ჯერ არ საუბრობს. როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში განმარტა, ის არ იქნება ლიდერი, არამედ, ლიდერი ლიდერთა შორის. პროექტის წარმატებაში ექსპერტი დარწმუნებულია.