ზვიად საბანაძე: „ვტოვებ „ევროპულ საქართველოს“, რადგან ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მიუღებელია“

19:02 11-09-2018
10963

„ევროპული საქართველოს“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - ზვიად საბანაძემ, ამავე პარტიის ათამდე სხვა აქტივისტთან ერთად, „ევროპული საქართველოს“ რიგები დატოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზვიად საბანაძემ.

საბანაძეს არ განუმარტავს შეუერთდება თუ არა ის რომელიმე სხვა პარტიას, თუმცა აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი წევრის მანდატით გააგრძელებს.მისივე თქმით, საკუთარ გეგმებზე განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.