საგანგებო მდგომარეობა კალიფორნიაში - შტატში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან

11:09 11-10-2018
65

საგანგებო მდგომარეობა კალიფორნიაში - შტატში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია ხანძრის გაჩენიდან მალევე დაიწყეს, ამ დროის მონაცემებით, მინიმუმ ცხრა ადამიანია დაღუპული. ასევე, იძებნება 35 ადამიანი.250, 000-მა ადამიანმა კი მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

ტყეები კალიფორნიაში 7 ნოემბრიდან იწვის, დამწვარი ფართობი უკვე 30 ათას ჰექტარს ასცდა. ხანძარი ლოს-ანჯელესის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ ნაწილში მძვინვარებს. მის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლის.

დონალდ ტრამპმა დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ავტორი: