,,პრაიმტაიმის'' პრესკლუბში ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ ვლადიმერ კუჭავასა და „Georgian doctors“- ის დირექტორის, სალომე ლოლუას ბრიფინგი გაიმართა თემაზე ,,როგორ ხდება ქართველი ექიმების დევნა".
როგორც ,, პრაიმტაიმის'' პრესკლუბში ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ კუჭავამ განაცხადა , გამოსავალს იგი საკანონმდებლო აქტების შექმნაში ხედავს. ამასთან, ნებისმიერი სახის პრეტენზია ექიმის მიმართ გარჩეული უნდა იყოს საექიმო წრეში და არ უნდა ხდებოდეს გადაუმოწმებელი ფაქტების გავრცელება.
,,საექიმო შეცდომა, საექიმო გადაცდენა, ცუდი გამოსავალი ავადმყოფის, გარჩეული უნდა იყოს საექიმო წრეებში. საექიმო წრემ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი. ამ ვერდიქტის გამოტანაში უნდა მონაწილეობდეს ის ექიმი, რომელსაც უჩივიან ან რომლის წინააღმდეგაც პრეტენზია არის წარმოთქმული. საკანონმდებლო ბაზა აყვანილი უნდა იყოს ისეთივე დაცულობის დონეზე, როგორც ნებისმიერი სხვა. როცა ჩვენ ექიმს წავუყენებთ ბრალს, რომ მან შეცდომა დაუშვა, ჯერ ეს ბრალი სხვა ექიმებმა და სამედიცინო კომისიამ უნდა დაადასტუროს'',- განაცხადა ვლადიმერ კუჭავამ.
„Georgian doctors“- ის დირექტორმა სალომე ლოლუამ კი, ისაუბრა სახალხო აპარატის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, სადაც პაციენტი უფრო ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ - ვიდრე ექიმი.
,,ყოველდღიურ პრაქტიკაში მნშვნელოვანია საკუთარი უფლებების ცოდნა, ასევე, იმ კანონიერი ნორმების ცოდნა, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სამედიცონო მომსახურეობის პროცესში. თუმცა, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ უფლებების შესახებ არ იცის.
ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურად ტრიალებს თემები სამედიცინო გადაცდომებზე და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში დაცვის დაზარალებული პაციენტის საკითხებზე. კონკრეტული შემთხვევების გამომზიურება მიმართული არის კონკრეტული ექიმის დისკრედიტაციისკენ. საკმაოდ რთულია სადემარკაციო ხაზის გასმა სად არის ექიმი კომპეტენტური მის საქმიანობაში, სად ჰქონდა ადგილი გადაცდომას, გულგრილობას და კომპეტენტურობას'', - განაცხადა სალომე ლოლუამ.
სალომე ნეფარიძე