"გადაუმოწმებელი ინფორმაციაა" - ზვიად კვაჭანტირაძე 50 ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება

12:50 11-10-2018
266

"გადაუმოწმებელი ინფორმაციაა" - ასე ეხმაურება ზვიად კვაჭანტირაძე #50 ბაგა-ბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, საბავშვო ბაღიდან რაიმე სახის შეტყობინება ან საჩივარი პარტიას არ მიუღია და საუბარი იმაზე, რომ ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ გვაქვს და არანაირი შეტყობინება ან საჩივარი ჩვენს შტაბში ამის თაობაზე არ შემოსულა. ასე რომ, მე ვფიქრობ, ესეც არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია,“ - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ 50 ბაგა-ბაღის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. როგორც ბაღის დირექტორმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა,  ქართული ოცნების მხარდამჭერების სიების მობილიზებას სთხოვდნენ. უარის მიღების შემდეგ კი მას თანამდებობა დაატოვებინეს. 

ავტორი: